პროპორციული საარჩევნო სისტემა

მდინარაძე: ვისაც პროპორციული გვინდოდა, ყველამ რომ დავტოვოთ უმრავლესობა, წარმოიდგინეთ...

სხვათა შორის, გულწრფელად რომ გითხრათ, არ იყო მოლოდინი, რომ ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და ამ წუთშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს. მეც არ მომწონს, ხო? მე რომ დავტოვო ახლა უმრავლესობა, ჩემი საპარლამენტო მანდატი, მერე სხვამ, ვისაც არ მოსწონს - კობახიძე მიჰყვეს, ვოლსკი მიჰყვეს და ვინც მივეცით ხმა პროპორციულს, ჩვენ რომ დავტოვოთ ახლა ყველამ ეს თანამდებობები, წარმოიდგინეთ... არ გამოვა პასუხისმგებლიანი საქციელი. ამიტომ, მე მგონია, რომ მათ მიიღეს ნაჩქარევი და ძალიან ემოციური გადაწყვეტილება

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ, ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და მხარი არ დაუჭირა იმ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, უმრავლესობა 8 წევრმა დატოვა.

კომენტარები