სირცხვილია

აქციაზე "სირცხვილია" კახა კალაძეს შუა თითი უჩვენეს

ტაბულა

აქციაზე "სირცხვილია" კახა კალაძეს შუა თითი უჩვენეს.

აქციის ორგანიზატორებმა ეს თბილისის მერის დღევანდელი ჟესტის საპასუხოდ გააკეთეს - კალაძემ დემონსტრანტებს, რომლებიც პარლამენტთან პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას დილიდან აპროტესტებენ, სწორედ შუა თითი უჩვენა. 

კადრის გადაღება ტელეკომპანია "ფორმულამ" მოახერხა. 

მოგვიანებით კალაძემ განმარტა, რომ მისი ეს ჟესტი აქციის მონაწილეებისკენ მიმართული არ ყოფილა და შუა თითი თავის მეგობრებს უჩვენა. 

საპროტესტო აქცია პარლამენტთან გრძელდება. ორგანიზატორების თქმით, ისინი არ დაიშლებიან, სანამ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არ შეიცვლება. 

კომენტარები