სირცხვილია

სირცხვილია ასაჯაროებს იმ პოლიციელების ფოტოებს, რომლებმაც გიორგი მჟავანაძეზე იძალადეს

სირცხვილია ასაჯაროებს იმ პოლიციელების ფოტოებს, რომლებმაც სამოქალაქო მოძრაობის დირექტორის, გიორგი მჟავანაძის დაკავების შემდეგ, მასზე ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს.

სირცხვილია მოითხოვს შეუწყდეთ უფლებამოსილება და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ პილიციელები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან დაკავებულ თანამდებობებზე. სამოქალაქო მოძრაობა პოლიციელების სახელებსა და გავრებსაც ასაჯაროებს [დავით კანკავა, სოლომონ ლომსაძე, ჯონი სამხარაძე, ანზორ გულუა, ზაზა ზურაბიშვილი და გიორგი ჟორდანია].

"შენნაირებს *ლეზე ვიხევ, ქურდიც ვარ და პოლიციელიცო" – მჟავანაძე პოლიციელების ძალადობაზე 

სირცხვილიამ 17 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა მოძრაობის დირექტორი, გიორგი მჟავანაძე დააკავეს და ბორკილდადებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

კომენტარები