არჩევნები 2020

ყაველაშვილი პროპორციულზე: ჯერ მაქვს საშუალება, რომ მივიღო პასუხები და დავფიქრდე კიდევ

გუშინ უმრავლესობის სხდომაზე დავსვი ეს კითხვა, დავასახელე რისკები და მაინტერესებდა პასუხები. სიმართლე გითხრათ, ვერ მივიღე დამაჯერებელი პასუხი იმაზე, რომ ეს რისკები არ იარსებებდა. აქედან გამომდინარე, მე ჯერჯერობით დღეს კიდევ მაქვს საშუალება იმისა, რომ მივიღო ამაზე პასუხები და დავფიქრდე კიდევ კარგად, კენჭისყრამდე. თუმცა უნდა გითხრათ, რომ რაზეც საუბრობდი, რომ ის ძალა, რომელიც დესტრუქციით გამოირჩევა და ვერავინ ვერ დამარწმუნებს, ყველამ ვიცით რეალობა  - ვინ წარმოადგენს ქართული ოცნების ალტერნატივას, ამ ძალის სათავეში არის ადამიანი, რომელიც ისევ ძალადობაზე მოუწოდებს, ისევ წართმევაზე, დესტრუქციაზე, ეს არის მიხეილ სააკაშვილი... 

ნებსიმიერი სისტემას დავუპირისპირდები, სადაც ნაციონალური მოძრაობა მინიმუმ რაც დღეს არის წარმოდგენილი, იმდენ ხმას აიღებს, ჩემთვის ეს მიუღებელია, რადგან ნაციონალურ მოძრაობას მე არ ვთვლი პოლიტიკურ ძალად. ყველა სისტემას დავუპირისპირდები, სადაც ნაციონალურ მოძრაობას ექნება იმაზე მეტი შანსი, რაც დღეს აქვს

ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი უმრავლესობის სხდომაზე შესვლამდე, სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას განიხილავენ.

კომენტარები