მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ პოზიცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის კეთილი ნება და გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იყო გამოძახილი დემოკრატიული პროცესების ქვეყანაში განვითარების დასაჩქარებლად. აქ არაფერი არ შეცვლილა, ჩვენ ვრჩებით ისევ იმ პოზიციაზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი და იმედი მაქვს, რომ თითოეული პარლამენტარი, როდესაც მიიღებს მონაწილეობას ამ კენჭისყრაში, სრულად გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია ქვეყნის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პასუხისმგებლობა ყველას სრულად ექნება გააზრებული
არჩევნები 2020
გახარია: პოზიცია არ შეგვიცვლია, პროპორციული არჩევნები აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის
tbl.ge/46gh
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ბოლო სამი დღის მანძილზე მიმდინარე პროცესებს. ცნობისთვის, პარლამენტში კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დღეს ცნობილი გახდა, რომ მაჟორიტართა ნაწილი სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდგება და "კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადება". ქართულ ოცნებაში მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, კენჭისყრა ორჯერ გადაიდო.
ამავე თემაზე
- დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას
- ღარიბაშვილი: არჩევნებზე 53%-ს ველოდებით, ყველას გადაეცით
- სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
- მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
- მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო




