არჩევნები 2020

კობახიძე პროპორციულზე: იმედია, ხვალ მეტი დრო გვექნება, რომ დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები

დღეს დავინახეთ რისკი და [კენჭისყრის გადადების] მიზეზი, ეს იყო, რა თქმა უნდა, რისკის ქვეშ დაყენება ამ გადაწყვეტილების არ იქნებოდა სწორი, აქედან გამომდინარე სწორი გადაწყვეტილება მიიღო უმრავლესობის ლიდერმა ბატონმა გიამ, გვექნება საშუალება შეკრების და იმედია, მეტი დრო გვექნება განხილვისთვის, დღეს 11 საათამდე უნდა დაგვესრულებინა, იმედი გვაქვს, რომ დღეს საღამოს ან ხვალ დილით უფრო ადრე შევიკრიბებით და მეტი დრო გვექნება, რომ საბოლოო ჯამში დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები ამ გადაწყვეტილების სისწორეში

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ უმრავლესობის კანონპროექტზე, რომელსაც ორი დღეა, ქართული ოცნების მაჟორიტართა ნაწილი ეწინააღმდეგება. ამის გამო კენჭისყრა დღესაც გადაიდო - ქართული ოცნება ხვალ დილით შეკრებას და განხილვას აპირებს.

კომენტარები