არჩევნები 2020

კოჟორიძე პროპორციულზე: "ოცნების" საქციელს ყველაზე უკეთ სიტყვა "ნაძირლობა" შეესაბამება

ნაძირლობა!!!! არ მიყვარს ხოლმე მსგავსი ტერმინების გამოყენება, მაგრამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოცნების საქციელს ყველაზე უკეთ ეს სიტყვა შეესაბამება. თან ნაძირლობასაც აქვს გრადაციები. ეს არის ნაძირლობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას.

თუ ჩავარდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ოცნება იმ დეპუტატებმა კი არ უნდა დატოვონ, ვინც ახლა ამ ნაძირლობას აკეთებს და ცვლის საკუთარ ოფიციალურად დაფიქსირებულ პოზიციას, არამედ იმათმა უნდა დატოვონ, ვინც ამ ნაძირლობას ხელს ვერ შეუშალეს. ამ პარტიაში უბრალოდ აღარ იქნება კითილსინდისიერი ადამიანის ადგილი

ლელოს წევრი კახა კოჟორიძე საარჩევნო საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ უმრავლესობის კანონპროექტის განხილვაზე. ბოლო ორი დღეა, ქართული ოცნების მაჟორიტართა ნაწილი ეწინააღმდეგება სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. კანონპროექტისთვის კენჭი გუშინ უნდა ეყარათ, თუმცა, გადაიდო.

კომენტარები