პროპორციული საარჩევნო სისტემა

ლელო: გუშინდელი საპარლამენტო დებატები არის ივანიშვილის გათამაშებული ფარსი

საზოგადოებრივი მოძრაობა ლელო ეხმაურება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ დებატებს პარლამენტში.

ლელოში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას საზოგადოებისა და ოპოზიციის უმნიშვნელოვანეს მიღწევას უწოდებენ და ამბობენ, რომ საპარლამენტო დებატები ბიძინა ივანიშვლის "გათამაშებული ფარსია":

"გუშინდელი საპარლამენტო დებატები აღნიშნულ თემაზე არის ბიძინა ივანიშვილის ტიპური ხელწერა, როდესაც ის იწყებს შიდაპარტიული უთანხმოების გათამაშებას. ეს არის საკანონმდებლო ორგანოში გათამაშებული ფარსი.

ეს ქმედება, თუ პარლამენტი კენჭს არ უყრის საკონსტიტუციო ცვლილებებს, უკიდურესად გაამწვავებს პროცესებს და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მშვიდობიან სტაბილურ განვითარებას."

ლელო მოუწოდებს ქართული ოცნებასა და მის თავმჯდომარეს, "ნუ გამოცდიან ქართველი ხალხის მოთმინებას".

"ასეთი სვლით ჩვენ მივიღებთ პარლამენტიდან ქუჩაში გადმოტანილ მძაფრ და უმართავ პროცესებს, რაც მთლიანად ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება." - ნათქვამია განცხადებაში.

არლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განახლდება საკონსტიტუციო კანონის პროექტის განხილვა, რომელიც გულისხმობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არა მაჟორიტარული, არამედ პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. თუმცა, ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილს მისი ჩაგდება სურს, "საფრთხეების თავიდან აცილების" მოტივით. 

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

კომენტარები