ტაქტიკური სვლა იყო, ხომ? ჯერ [პროპორციული საარჩევნო სისტემის] უარყოფითებზე ვისაუბრეთ და დღეისთვის უკვე შემოვინახეთ პოზიტივები. მე მესმის, მაგრამ როგორც გუშინ ბატონი მამუკას [მდინარაძე] მოხსენებაში მცდელობის მიუხედავად, მაინც ნეგატივები ჭარბობდა, ვიდრე პოზიტივი, დღესაც თქვენს [ირაკლი კობახიძე] გამოსვლაშიც უფრო მეტად ჩანს ნეგატივები, საფრთხეები და პასუხები ძირითადად არის იმდაგვარი, აქაც და გარეთაც, რომ შევპირდით და ამიტომ უნდა გავაკეთოთ.
მე ვფიქრობ, აქ უნდა იქნეს სწორი გადაწყვეტილება მიღებული და ამაზე როცა მექნება საშუალება, მაშინ ვისაუბრებ. ახლა თქვენ ბრძანეთ, რომ 150 დეპუტატის პასუხისმგებლობა უნდა იყოს აბსოლუტურად შესაბამისი, რომ მაჟორიტარების არყოფნა არ შეეტყოს რეგიონებს. მარტივი კითხვა მინდა, დავსვა ისევ: როგორ ხედავთ, ტექნიკურად, ამას როგორ უნდა მიაღწიოთ?





