უმრავლესობის სხდომა

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

რადიო თავისუფლება

დღეს, 13 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა "ქართული ოცნების" ოფისში 10:00 საათზე დაიწყება. 

სხდომაზე განსახილველი მთავარი საკითხი პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება, რომელსაც პარლამენტმა კენჭი გუშინ არ უყარა. 12 ნოემბრის სხდომაზე მაჟორიტარების ნაწილმა 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება გააკრიტიკა. 

სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა მოქალაქეების აქცია - "არ გაბედო". მოძრაობა "სირცხვილია" ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს მოცემული პირობა.

"არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება!", - ამ ლოზუნგებით გაიმართა აქცია, რომელიც დღეს, 12:00-ზე, პლენარულ სხდომასთან ერთად განახლდება. 

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარებაზე, მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტი ითვალისწინებდა 2020 წლისათვის პარლამენტის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, 3%-იანი ბარიერით და საარჩევნო ბლოკებით. უმრავლესობის მომზადებული კანონპროექტის მიხედვით კი, პროპორციული არჩევნები 2020 წელს 0%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს, ასევე, აიკრძალება საარჩევნოდ ბლოკებად გაერთიანება.

წაიკითხეთ - პროპორციული საარჩევნო სისტემა 0%-იანი ბარიერით - უპირატესობები, რისკები და პრევენციის გზები.

კომენტარები