უმრავლესობის სხდომა

ბესელია მოსამართლეების შერჩევის წესზე: შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ეხება [მოსამართლეთა შერჩევის] კრიტერიუმებს და პროცედურას. აქ განსხვავებული პოზიცია არის დღეს. მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს ერთი საერთო ხედვა და ეს პოზიცია არის მათ შორის თანხვედრაში ბევრ ჯგუფთან, იურიდიულ პროფესიასთან, ადვოკატებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან. ის ვერსია, რაზეც საუბრობდა დღეს ირაკლი კობახიძე არის განსხვავებული, ამიტომ, საბოლოოდ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. რაზეც ჩვენ შევთანხმდით, არის ის, რომ უნდა გაგრძელდეს ამაზე კიდევ სამუშაო პროცესი და რა თქმა უნდა, ის, რომ უნდა იყოს კონსტიტუციის ფარგლებში ნებისმიერი პრინციპი, რასაც მივიღებთ, ეს არის უდაო და 2X2=4 და ეს ყველას ძალიან კარგად ესმის. თუმცა, ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ იმიტომ, რომ არსებობს ორი განსხვავებული ხედვა

ქართული ოცნების დეპუტატის, ეკა ბესელიას, კომენტარი უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები