უმრავლესობის სხდომა

ბესელია: იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ ვუჭერ

ამ საკითხზეც არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რაც დღეს უმრავლესობის შიგნით შეჯერდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება სესიაზე უნდა იყოს მიღებული. ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა ჩემთვის არის იმ ფასეულობების დაცვა, რომელსაც ჩვენ ვიცავთ ამ პროცესში ამიტომ, ჩემთვის არა მხოლოდ სახელსა და გვარს, არამედ სწორედ, აი, ამ სტანდარტების დაცვას და ამ გზით სვლას აქვს ძალიან დიდი და პრინციპული მნიშვნელობა. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მე სწორედ ამიტომ არ ვუჭერ და არ დავუჭერ მხარს, პირდაპირ ვამბობ და ეს არ არის პირადი ამბავი, ეს არის საკითხი, რომელიც ეხება განსაკუთრებით სასამართლოსთან დაკავშირებულ ხედვას და იმ პრინციპების დაცვას, რასაც ჩვენ ვიცავთ. ეს არის ჩემი პოზიცია. აქ ვრჩები განსხვავებულ პოზიციაზე

დღეს უმრავლესობის სხდომაზე ქართული ოცნება შეთანხმდა, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას წარადგენს. კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი 27 დეკემბერს ეკა ბესელიამ დატოვა და საკუთარი გადაწყვეტილება ქართული ოცნების შიგნით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობასთან დაკავშირებული დაპირისპირებით ახსნა

კომენტარები