უმრავლესობის სხდომა

დღეს, პირველ სექტემბერს, უმრავლესობის სხდომა გაიმართება

დღეს, პირველ სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

სავარაუდოდ, სხდომაზე პრემიერმინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის შემცვლელის საკითხს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა სხვადასხვა მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ. მათ ინფორმაციით პრემიერმინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.

კომენტარები