უმრავლესობის სხდომა

უმრავლესობის სხდომა დღეს 18:00 საათზე გაიმართება

უმრავლესობის სხდომა პირველ სექტემბერს 18:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას პარტიის პრესსამსახურში მიაწოდეს.

სავარაუდოდ, სხდომაზე პრემიერმინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის შემცვლელის საკითხს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა სხვადასხვა მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ. მათ ინფორმაციით პრემიერმინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.

კომენტარები