ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჩილე

ჩილეში მომიტინგეებმა სამართალდამცავებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს

ხუთშაბათი, 7 ნოემბერი, 2019 - 18:16
tbl.ge/45sj
დაკოპირდა
REUTERS
REUTERS
REUTERS
REUTERS

ჩილეში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა.

მაშინ, როდესაც სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა მომიტინგეთა ნაწილმა სამართალდამცავებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით სანტიაგოს ორ სპეცრაზმელს მარია ხოსე ჰერნანდესს და აბიგაილ კატალინა აბურტოს ცეცხლი წაეკიდა. მათმა კოლეგებმა ხელებით და ხანძრის ჩასაქრობით ცეცხლი ჩააქრეს.

Reuters-ის ერთერთმა ფოტოგრაფმა ენრი რომეროს თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიები გამოყენება გააძლიერეს - "განუწყვეტელი ხმამაღალი სროლის ხმა ისმოდა".

სამართალდამცავებს ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობენ. 

ჩილეში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას 1650 მომიტინგე და 800 სამართალდამცავი დაშავდა. 

საპროტესტო აქციებზე დაიღუპა სულ მცირე 17 ადამაინი, დააკავეს 7 000-ზე მეტი ადამიანი.

ქვეყანაში საპროტესტო აქციები მეტროზე ფასების ზრდას მოჰყვა და როგორც მომიტინგეები ამბობენ, ზოგადად გაზრდილი ფასებისა და ქვეყანაში არსებული უთანასწორობის წინააღმდეგ აქციებში გადაიზარდა. 

აქციები რამდენჯერმე ძალადობრივი გახდა, რის შედეგადაც სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეებმა დაწვეს ავტობუსები, დააზიანეს მეტროს სადგურები. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.

ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ საპროტესტო აქციების პასუხად მინისტრთა კაბინეტი დაითხოვა და სოციალური რეფორმების გატარების პირობა დადო, თუმცა პროტესტი გრძელდება.

ჩილესაპროტესტო აქცია ჩილეშისანტიაგო

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 19 იანვარი, 2026 - 13:45ჩილეში ტყის ხანძარს, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა
  • ორშაბათი, 15 დეკემბერი, 2025 - 12:38ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატორმა კანდიდატმა, ხოსე ანტონიო კასტმა გაიმარჯვა
  • პარასკევი, 2 მაისი, 2025 - 18:177.4-ბალიანი მიწისძვრის ფონზე ჩილემ შესაძლო ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა
  • ოთხშაბათი, 21 თებერვალი, 2024 - 13:03ჩილეში ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტის, პაბლო ნერუდას სიკვდილის ხელახალ გამოძიებას დაიწყებენ
  • კვირა, 4 თებერვალი, 2024 - 18:02ჩილეში ტყის ხანძრებს, სულ მცირე, 51 ადამიანი ემსხვერპლა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით ძებნილი პირი დავაკავეთ - სუსი
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 21:46

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით ძებნილი პირი დავაკავეთ - სუსი

ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება - გზების დეპარტამენტი
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 18:39

ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება - გზების დეპარტამენტი

BOG-ის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების  ვორკშოპი გაიმართება (რ)
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 18:29

BOG-ის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების ვორკშოპი გაიმართება (რ)

EU-მ უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების შემდეგი კლასტერის გახსნას მხარი დაუჭირა
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 17:43

EU-მ უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების შემდეგი კლასტერის გახსნას მხარი დაუჭირა

ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი - ლელო
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 17:17

ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი - ლელო

ყველაზე კითხვადი

'ეს დარჩება ორი მეგობარი ერის მეხსიერებაში' – ირანის რეჟიმის მადლობა ყაველაშვილს
1'ეს დარჩება ორი მეგობარი ერის მეხსიერებაში' – ირანის რეჟიმის მადლობა ყაველაშვილს
2ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
32015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს
4დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა
5როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕