ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი ამაზონის ტყეზე: კომენტარის ღირსიც არაა, რაც ბერას გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა

ვფიქრობ, კომენტარის ღირსიც კი არ არის ის, რაც ბერას აბსოლუტურად გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა. ეს ყველაფერი სიკეთისა და ბოროტების მიღმაა და მათ დონეზე დასვლა იქნება, განსაკუთრებული ყურადღება რომ მივაპყროთ მათ არაჯანსაღ რეაქციას.

თუმცა, ისე გაერთნენ ნეგატივში, რომ გადაწვდნენ თბილისის სტიქიის ლიკვიდაციის თემას, რაშიც ისევ ისე შეირცხვინეს თავი, როგორც ყველაფერ დანარჩენში. ჩვენმა ხალხმა იცის, რა და როგორ იყო. ეს არ იკმარეს და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის პრობლემა წამოწიეს, თითქოს ყურადღება დავაკელი ამ პრობლემას.

სინამდვილეში, ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენის, ანუ ახალი განაშენიანების პროცესში არათუ ჩართვის, არამედ მთლიანად საკუთარ თავზე აღების მზადყოფნა პირველი დღეებიდანვე გამოვხატე. თუმცა ამის აფიშირება არ მომიხდენია, რადგან არ არის ეს ჩემი სტილი და ხელწერა.

ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა entrepreneur-თან ინტერვიუში ისაუბრა. ბერა ივანიშვილმა 22 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ამბობს, რომ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონ დოლარს რიცხავს, რაშიც შედის როგორც მისი "მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგები", ისევე მისი ოჯახის წვილილიც.

კომენტარები