უბედური შემთხვევა

მარნეული-სადახლოს გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა

metro.us

მარნეული-სადახლოს გზაზე ერთმანეთს 2 მიკროავტობუსი და 1 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო 11 პირი დაშავდა.

მომხდარი ფაქტი ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. დაშავებულების კლინიკაში არიან გადაყვანილები და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევა) დაიწყო.

კომენტარები