გლობალური ბიზნესი

2019 წლის ბოლო კვარტალში Apple-ის მოგებამ რეკორდული $64 მილიარდი შეადგინა

flickr.com

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა 2019 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. საანგარიშო პერიოდში, კომპანიის შემოსავალმა 64 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. ეს, წლის მეოთხე კვარტალში მიღებული რეკორუდული შემოსავალია. 

კვარტლურმა მოგებამ კომპანიის ერთ ერთეულ აქციაზე 3,03 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ით მეტია. კომპანიის ინფორმაციით, შემოსავლის 60% საერთაშორისო გაყიდვებზე მოდის. 

ტიმ კუკის თქმით, გაუმჯობესებული შედეგების მთავარი მიზეზი კომპანიის მიერ მიწოდებული ონლაინ-სერვისებზე და სხვადასხვა აქსესუარებზე გაზრდილი მოთხოვნაა. საანგარიშო პერიოდში კომპანიის მიერ აქციონერებზე გაცემული თანხა 21 მილიარდ დოლარს აღემატება, მათ შორის 18 მილიარდით ისევ და ისევ კომპანიის აქციების შეძენა მოხდა, ხოლო 3 მილიარდი კი დივიდენდების სახით გაიცა. 

მომავალ წელს კომპანია 85-89 მილიარდ დოლარამდე მოგებას ვარაუდობს. Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ მნიშვნელოვნად მოიმატა სექტმბერში ახალი iPhone-ბისა და სხვა პროდუქციის პრეზენტაციის შემდეგ. 

კალიფორნიაში, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში გამართული პრეზენტაციიდან რამდენიმე საათში Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. 

კომენტარები