ჩვენ არ გვისაუბრია სინოდის თაობაზე, ეს იყო საუბარი იმაზე, რანაირად ხედავს პატრიარქი მომავალს და დავინახე, რომ ნათლად ხედავს მომავალს. დავინახე, რომ ბუნებრივია, მისთვის მძიმეა, ასეთი კიდევ ერთხელ დანახვა ადამიანური დაცემის, რომელიც მე დავინახე ამ განცხადებებში, იმიტომ, რომ ეს არის მისი სამწყმსო, მაგრამ მას აქვს მომავლის ძალიან ნათელი ხედვა, კიდევ ერთხელ გაიარა მან, ის რაც მას უპირისპირდებოდა ბევრი წლის განმავლობაში
საქართველოს საპატრიარქო
"პატრიარქს აქვს მომავლის ძალიან ნათელი ხედვა" - მარგველაშვილი ილია II-სთან შეხვედრის შემდეგ
tbl.ge/454r
დაკოპირდა

ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პატრიარქს შეხვდა. ცნობისთვის, დღეს სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა. მეუფე პეტრე ამბობს, რომ მან სინოდის სხდომის ხვალ გაგრძელება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა, უარი მიიღო.
ამავე თემაზე
- "3 წელი ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას" - როსტომ მაზმიშვილს პატიმრობა შეეფარდა
- პირს, ვინც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაენიშნა
- 1 არხი: საპატრიარქოს ეზოში მანქანა შევარდა, რომელმაც ჭიშკარი მოგლიჯა
- საქართველოს საპატრიარქო: მსოფლიო პატრიარქმა შიო III კონსტანტინოპოლში მიიწვია
- მეუფე ანტონი: სინოდზე დავაყენებთ ბავშვების წამლის, პატიმრობების საკითხებს




