სინოდის სხდომა

მეუფე პეტრე: ამ მდგომარეობის მსხვერპლები ზოგი ფსიქოლოგთან დადის, ზოგი ფსიქიატრთან

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ რუსთავი 2-ის ეთერში სინოდის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

"მოვითხოვე სინოდის სხდომაზე, რომ სჯულის კანონის თანახმად მოეცათ ჩემთვის უფლება ბრალდების დამტკიცებისა, რაც გულისხმობს იმას რომ 2 ან 3 მოწმე, რომელიც დაადასტურებს ფაქტს, ბრალდებას და ეს მოწმეები უნდა იყვნენ პატიოსანი, არ უნდა იყვნენ მხილებული ცრუ ბრალდებაში და ამის უფლება არ მომცეს.

მე ვითხოვდი სინოდის სხდომაზე დამტკიცებას, ადამიანები მოვიდოდნენ, რომლებიც იტყოდნენ და ფაქტიურად დაადასტურებდნენ ჩემს ბრალდებას, მე ამის ყველანაირი რესურსი გამაჩნდა და ახლაც გამაჩნია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან, ისინი არიან ამ მდგომარეობის მსხვერპლი ადამიანები და საუბედუროდ, რომელთა რიცხვიც არ არის ცოტა. ზოგი ფსიქიატრთან დადის, ზოგი ფსიქოლოგთან სამკურნალოდ, ზოგმა უკვე იმკურნალა და ასე შემდეგ, თვით ფსიქოლოგებიც კი მერე მოძღვართან მიდიან სამკურნალოდ - ასეთი ფაქტებიც გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი აქვთ მიღებული", - თქვა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრე ცაავა დღეს წმინდა სინოდმა განაყენა. თავად პეტრე ცაავამ თქვა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი, "პედარასტიასა და მამათმავლობის" ცოდვითაა შეპყრობილი.

"ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე, კათოლიკოს-პატრიარქი", - თქვა მან.  

წმიდა სინოდის სხდომის დაწყებამდე მეუფე პეტრე ცაავამ თქვა, რომ "უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ყველა იერარქის საკითხი გადაწყდეს". 

კომენტარები