პაკისტანი

პაკისტანში, მატარებელში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 46 ადამიანი ემსხვერპლა

twitter

პაკისტანში, სამგზავრო მატარებელში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მძიმედ არის დაშავებული 15 ადამიანი.

პოლიციის ინფორმაციით, მგზავრები საუზმეს ამზადებდნენ, როდესაც გაზის ბალონი აფეთქდა.   

მატარებელი სამხრეთ ქალაქ კარაჩიდან რავალპინდში მიემგზავრებოდა, ვაგონები გადატვირთული იყო.

აფეთქებამ მატარებლის სამი ვაგონი გაანადგურა. რკინიგზის მინისტრის ინფორმაციით, მგზავრთა უმეტესობა მატარებლიდან გადახტომის შედეგად გარდაიცვალა. მინისტრის თქმით, შორ მანძილზე მგზავრობის დროს მგზავრებს მატარებელში გადასატანი გაზის ბალონები ჩუმად შეაქვთ.  

გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

კომენტარები