ცნობილი ადამიანები

“ჩვენ გვიყვარს ჩვენი ოჯახი” - ვიქტორია ბექჰემმა დევიდ ბექჰემთან ურთიერთობაზე ისაუბრა

Getty Images

ვიქტორია ბექჰემმა, ამერიკულ გადაცემა Today-ში, დევიდ ბექჰემთან 20-წლიანი ქორწინების შესახებ ისაუბრა.

წამყვანმა მას კითხა, რა არის "საიდუმლო რეცეპტი" ქორწინების შესანარჩუნებლად.

"ბავშვები არის ჩვენი პრიორიტეტი. ყველაფერი რასაც ვაკეთებთ, ბავშვების გარშემო ტრიალებს. ჩვენ, ორივე, ძალიან ბევრს ვმუშაობთ და გვიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებთ", - თქვა ვიქტორია ბექჰემმა.

მისივე თქმით, ისინი ერთმანეთს ყველაფერში მხარს უჭერენ და იღბლიანები არიან, რომ ერთმანეთი იპოვნეს. 

"კომუნიკაცია საკვანძო რამ არის", - თქვა ვიქტორია ბექჰემმა.

წამყვანმა ვიქტორია ბექჰემს კითხა, თავის მოვლის და კოსმეტიკის რა საშუალებებს იყენებს მისი ქმარი.

"პომადებს არა. ის იყენებს კანისა და თავის მოვლის პროდუქტებს. ასევე, დამატენიანებლებსა, სახის ნიღბებსა და მსგავს რაღაცებს", - თქვა ვიქტორია ბექჰემმა.

წამყვანმა მას ისიც კითხა, შეუყვარდა თუ არა დევიდ ბექჰემი პირველივე დანახვაზე, რაზეც ვიქტორია ბექჰემმა მას "დიახ" უპასუხა. 

კომენტარები