ვანო ზარდიაშვილი

ზარდიაშვილი: ნამდვილად არ მინდა ვიყო პროვოკაციების წყარო

მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩემს მხარესაა, ნამდვილად არ მინდა ვიყო პროვოკაციების წყარო იმ ადამიანების თუ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას და პოზიტიური პროცესების დაზიანებას ჩემზე შეტევით თუ ტალახის სროლით ცდილობენ. დგება მომენტი, როდესაც ვალდებული ხარ, გაუფრთხილდე საკუთარ ოჯახს და შენს გუნდს. აქამდე მე ვიცხოვრე ისე, რომ არასდროს შემრცხვება სხვისთვის თვალებში ჩახედვის და ასე ვიცხოვრებ მომავალშიც, სხვებს კი მოვუწოდებ, ნაკლები სიძულვილი და მეტი საქმე აკეთონ პოლიტიკაში და გააკეთონ ეს ღირსეულად.

ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს, ამის შესახებ მან განცხადება დღეს, 7 ოქტომბერს გაავრცელა.

კომენტარები