ვანო ზარდიაშვილი

ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

ვანო ზარდიაშვილი
Facebook/Vano Zardiashvili

ქართული ოცნების წევრს, ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა დღეს 12 ნოემბერს მიიღო. 

ზარდიაშვილს თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს. ქართული ოცნების პროპორციულ სიაში გოცირიძეზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტზე უარი თქვა. 

პროფესიით სიციოლოგი თემურ გოცირიძე ამჟამად სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. ქართული ოცნების წევრი საქართველოს სახალხო დიპლომატიის ცენტრ "პერსონის“ პრეზიდენტი, ასევე საქართველოს ბიზნესმენთა და მენეჯერთა ქრისტიანული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და გოცირიძეების საგვარეულო კავშირის საპატიო თავმჯდომარეა.

ვანო ზარდიაშვილმა მანდატის დატოვების შესახებ ინფორმაცია 7 ოქტომბერს გაავრცელა. 

2016 წლიდან ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის დეპუტატია, ის ქართული ოცნების წევრია. 

26 სექტემბერს ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია და ვანო ზარდიაშვილს ხელით შეეხო.

კომენტარები