ვანო ზარდიაშვილმა მიიღო ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება. წელზე მეტია მის მიმართ იყო ნეგატიური კამპანია, რომელსაც ყავდა არაერთი მონაწილე ოპოზიციიდან. რეალურად, ამ გადაწყვეტილებით ვანო ზარდიაშვილი დადგა ბევრად უფრო მაღლა, ვიდრე ის ნეგატიური კამპანია, რაც მის მიმართ მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, პოლიტიკაში ხდება ასე, როდესაც საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციის გზით შესაძლებელია, ერთი ადამიანი ამოიჩემო, ხშირად ეს ხდება უსამართლოდ და ამ შემთხვევაში ვანო ზარდიაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას, რომ მისთვის, ჩვენთვის, გუნდში, არის ერთი მთავარი ღირებულება - არცერთი თანამდებობა არ არის თვითმიზანი.
tbl.ge/42rs
დაკოპირდა
პარლამენტის თავმჯდომარე გადაცემაში "360 გრადუსი" ეხმაურება ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებას.
ამავე თემაზე
- ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა
- იონათამიშვილი: ეს იყო ვანიკო ზარდიაშვილის ღირსების არჩევანი, ჩვენ ვაგრძელებთ მეგობრობას
- ოხანაშვილი ზარდიაშვილის წასვლაზე: ეს არის ღირსეული ადამიანის ღირსეული გადაწყვეტილება
- ზარდიაშვილი: მე ვფიქრობ, რომ სამუშაოს მოძებნა არ გამიჭირდება
- ზარდიაშვილი: ჩემი გადადგომა ბესელიას არ უკავშირდება, მაგ ქალბატონის გამო არ წავიდოდი