ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად დაინიშნა - შესაბამისი ინფორმაცია სსე-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
"ვანო ზარდიაშვილი სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად 2025 წელს დაინიშნა.
2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში.
2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი.
2019-2020 წლებში იკავებდა შპს ენერგოტრანსის დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას" - წერია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, თუმცა ზარდიაშვილის გენერალურ დირექტორად დანიშვნის ზუსტი თარიღი დაკონკრეტებული არ არის.
საჯარო რეესტრის მონაცემებით მიხედვით, 8 აპრილს, გენერალური დირექტორის პოსტზე გიორგი გიგინეიშვილი დავით ტეტუნაშვილმა შეცვალა. 16 აპრილის ამონაწერის მიხედვით, კი გენერალურ დირექტორად, ვანო ზარდიაშვილია მითითებული.
ზარდიაშვილი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, რომელიც 2019 წლის 7 ოქტომბერს დატოვა.
ზარდიაშვილი პარლამენტის დეპუტატი 2016 წლიდან იყო. მიერ მიერ მანდატის დატოვებას წინ, ბესელიასთან დაპირისპირება უძღოდა.
2019 წლის 26 სექტემბერს ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია და ვანო ზარდიაშვილს ხელით შეეხო.





