Marvel

“იგივეა თქვა, რომ BUGS BUNNY არაა სასაცილო” - სამუელ ელ ჯექსონმა სკორსეზეს უპასუხა

Shutterstock

სამუელ ელ ჯექსონმა მარტინ სკორსეზეს უპასუხა, რომელმაც თქვა რომ მარველის გადაღებული ფილმები კინო არ არის.

ამის შესახებ ელ ჯექსონმა Variety-სთან ისაუბრა.

"ეს იგივეა თქვა, რომ Bugs Bunny სასაცილო არ არის. ფილმი ფილმია. რა თქმა უნდა ყველას არ მოწონს ეს პროდუქტი. ყველას აქვს თავისი აზრი, ამიტომ ეს ნორმალური მგონია", - თქვა მსახიობმა.

რამდენიმე დღის წინ, მარტინ სკორსეზემ მარველის გადაღებული ფილმები თემატურ პარკებს შეადარა და თქვა, რომ მათი ყურება ცადა, მაგრამ არ გამოსდის.

კომენტარები