ავსტრია

ავსტრიაში კაცმა ყოფილი შეყვარებული, მისი მშობლები, ძმა და გოგოს ახალი შეყვარებული მოკლა

ავსტრიის ცნობილ სამთო-სათხილამურო ქალაქში კიცბიუელში, კაცმა ყოფილი შეყვარებული, მისი ოჯახის წევრები და გოგოს ახალი შეყვარებული მოკლა. 

გამოძიების ცნობით, 25 წლის ბიჭი, ყოფილი შეყვარებულის სახლში მივიდა. კარი გოგოს მამამ გაუღო და პირველი მსხვერპლიც ის გახდა. ამის შემდეგ ბიჭმა გოგოს დედა, ძმა, გოგო და მისი ახალი შეყვარებული მოკლა. 

მკვლელობების შემდეგ ის პოლიციაში მივიდა და დანაშაული აღიარა.

კომენტარები