ინდოეთი

ინდოეთში მაჰათმა განდის ფერფლი მოიპარეს

ინდოეთში მაჰათმა განდის დაბადებიდან 150 წლისთავზე მისი ფერფლი მოიპარეს. გარდა ამისა, მის პოსტერზე მწვანე საღებავით "მოღალატე" დააწერეს.  

განდის მემორიალის დარაჯის თქმით, შემთხვევა "სამარცხვინოა". ინდოეთის პოლიცია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ამოიღებს, რათა დადგინდეს, თუ ვინ მოიპარა ფერფლი.   


ფოტო: BBC

მაჰათმა განდი, პოლიტიკოსი, მწერალი და საზოგადოებრივი აქტივისტი, ბრიტანეთის მიერ მართულ ინდოეთში ხალხის ეროვნული წინამძღოლი იყო. ის მრავალ მშვიდობიან საპროტესტო აქციას ხელმძღვანელობდა. განდის სახელი ინდოეთის ძალადობრივი მმართველობისგან გათავისუფლებასა და დამოუკიდებლობის მოპოვებას უკავშირდება. 

მაჰათმა განდი 1948 წლის 30 იანვარს ექსტრემისტმა მოკლა. მისი ფერფლი, ინდუიზმის ტრადიციების საწინააღმდეგოდ, სამ ნაწილად გაყვეს. ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც მოიპარეს, მადჰია-პრადეშის შტატში, მემორიალში ინახებოდა. 

კომენტარები