ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა წყალქვეშა ხომალდიდან გაუშვა

AFP

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა ამჯერად წყალქვეშა ხომალდიდან გაუშვა. რაკეტამ 450 კილომეტრი დაფარა და იაპონიის ზღვაში ჩაეშვა.

იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ თქვა, რომ გამოცდამ იაპონიის ტერიტორიული წყლები და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია დაარღვია.

რაკეტის გამოცდა რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, რაც ფხენიანმა განაცხადა, რომ აშშ-სთან ბირთვულ განიარაღებაზე მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

მოლაპარაკებები ვიეტნამის სამიტის უშედეგოდ დასრულების შემდეგ შეჩერდა.

ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო გამოცდები, რომლებიც სინგაპურის სამიტის შემდეგ დროებით შეაჩერეა, განაახლა. მიმდინარე წელს უკვე 11 გამოცდა ჩატარდა.

ბოლო მსგავსი გამოცდა, როდესაც რაკეტის გასაშვებად წყალქვეშა ხომალდი გამოიყენეს 2016 წლის აგვისტოში მოხდა.

კომენტარები