ფინეთი

ფინეთის კოლეჯში მოსწავლე მასწავლებელს თავს ხმლით დაესხა, დაიღუპა 1, დაშავდა 10 ადამიანი

Reuters

ფინეთის კოლეჯში მოსწავლე მასწავლებელს თავს ხმლით დაესხა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი. დაშავებულებს შორის არის პირი, რომელიც პოლიციამ დააკავა. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

თვითმხილველების თქმით სტუდენტი კოლეჯში დიდი ზომის ჩანთით მივიდა, საიდანაც ხმალი ამოიღო და მასწავლებელს დაესხა თავს. მათივე თქმით თავდამსხმელს ცეცხლსასროლი იარაღიც ჰქონდა. პოლიციას ცეცხლის გახსნა მოუხდა.

თავდასხმის მოტივი ამ დროისათვის უცნობია.

კოლეჯი ქალაქ კუოპიოს სავაჭრო ცენტრში მდებარეობს.

კომენტარები