სოხუმის დაცემის დღე

ევსაქები: საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა შევახსენოთ, რომ აფხაზეთში მოხდა ეთნიკური წმენდა

"აუცილებელია დეოკუპაციის აქტიური პოლიტიკა," - ევროპული საქართველო სოხუმის დაცემის დღეს ეხმაურება. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დღეს, როცა დევნილთათვის წართმეულ სახლებსა და ბინებს საერთაშორისო კომპანიები აფხაზეთში დაუბრკოლებლად აქირავებენ, რაც მათი საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას საფრთხეს უქმნის, ქვეყნის ვალია საერთაშორისო თანამეგობრობას შევახსენოთ, რომ აფხაზეთში მოხდა ეთნიკური წმენდა, რომლის შედეგების ლეგიტიმაცია თანამედროვე ევროპაში დაუშვებელი და მიუღებელია.

„ოკუპანტების და სეპარატისტების მიერ ქალაქში გაჩაღებულ ძალმომრეობას მრავალი უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა და ეთნიკური წმენდა მოყვა. ეთნიკური წმენდის შედეგად, აფხაზეთიდან ძალადობრივად განიდევნა ომამდელი მოსახლეობის უმრავლესობა - დაახლოებით 300,000 ათასი ადამიანი. არაერთი ავტორიტეტული წყაროს მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 1993 წლის ანგარიშის თანახმად, „სეპარატისტულმა ძალებმა ჩაიდინეს მკლელობები ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, მოკლეს ქალები, ბავშვები და მოხუცები რომელთა ნაწილი მძევლად აიყვანეს, სხვები კი აწამეს. მათ ასევე მოკლეს ქართველი სამოქალაქო პირების დიდი რაოდენობა რომლებიც სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე დარჩნენ.“" - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიუღებელია საქართველოს მთავრობის ისტერიული წინააღმდეგობა ევროპული საქართველოს მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის მიმართ, რომელიც ამ ყველაფრისათვის წინ აღსადგომად არის გამიზნული.

"ევროპული საქართველო მხარს უჭერს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ მოსახლეობასთან ნდობის აღდგენის ღონისძიებებს, მათ შორის პროგრამას „უკეთესი მომავლისთვის.“ მაგრამ ეს ღონისძიებები ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს თუ ქვეყანამ არ წარმართა არ მოახდინა დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების საკითხის საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე აქტუალიზაცია და რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაკისრებულ სანქციებში ინტეგრირება," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. 

რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე ევროპული საქართველოს მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს მხარი არც საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა მხარი არ დაუჭირეს. ქართული ოცნების დეპუტატებმა ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს. 

ევროპული საქართველო საქართველოს მთავრობას სთხოვს, უზრუნველყოს, რომ ევროკავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

კომენტარები