საერთაშორისო სავალუტო ფონდი

IMF-ის მისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას

jornadadiaria.com
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის სრულად უჭერს მხარს ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რაც სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებისგან თავის შეკავებას გულისხმობს.
 
"მისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რაც გულისხმობს სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებისგან თავის შეკავებას და ლარის მცურავ რეჟიმში შენარჩუნებას.
 
საქარტელოს ეროვნული ბანკის მთავარი მიზანია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ამ მიზნის მიღწევა დამოკიდებულია მცურავი გაცვლითი კურსის არსებობაზე. ამასთანავე, სწორედ მცურავი განცლითი კურსი უზრუნველყოოფს გარე შოკების ნეგატიური გავლენის შერბილებას.
 
გრძელვადიანი შოკების შესაკავებლად განხორციელებული ინტერვენციები მხოლოდ საქართველოს სავალუტო რეზერვებს შეამცირებს და შეანელებს ქვეყნის სავაქრპო დეფიციტის კლებას", - განაცხადა გრიფიტსმა.
 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, მარკ გრიფითსის ხელმძღვანელობით, თბილისს 23 თებრვლიდან 4 მარტამდე სტუმრობდა და მისი მიზანი იყო მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შეფასება და ამ ახალი გამოწვევების გადალახვის საუკეთესო გზების ძიება.

მისია შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცეპრემიერს - გიორგი კვირიკაშვილს, ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს - გიორგი ქადაგიძეს, სხვა ოფიცალურ პირებს, ასევე საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

კომენტარები