საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო: თბილისში ქარის გამო 30, ხოლო ბათუმში უხვი ნალექის გამო 20 შეტყობინება შემოვიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში 30 შეტყობინება შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინებები ძირითადად ეხებოდა ხეების წაქცევის, ტოტების მოტეხვისა და სახურავების დაზიანების ფაქტებს. მათივე ცნობით, ყველა შემთხვევაზე ადგილზე გავიდნენ სამაშველო ჯგუფები.

გარდა ამისა, უხვი ნალექის გამო, 20 შეტყობინება დაფიქსირდა ბათუმში, სადაც წყალი ჩავიდა სარდაფებში და დაიტბორა ეზოები. ასევე, დაიტბორა ერთ-ერთი მაღაზია აბუსერიძის ქუჩაზე. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

"ქვეყნის მასშტაბით სხვა ქალაქებში ქარის ან ნალექის შედეგად გამოწვეულ ინციდენტებზე შეტყობინება არ შემოსულა" – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

კომენტარები