საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მოსახლეობას მინდვრის და ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას.
"მომდევნო კვირის განმავლობაში ნარჩუნდება უნალექო ამინდი, ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, რაც ზრდის ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკს.
მოგიწოდებთ, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.
დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112“-ში." - წერია განცხადებაში.





