სირცხვილია

"ერთად ერთის წინააღმდეგ" - დღეს, 20 სექტემბერს "სირცხვილია" დიდ საპროტესტო აქციას მართავს

დღეს 20 სექტემბერს, 19:00-ზე, "სირცხვილია" დიდ საპროტესტო აქციას "ერთად ერთის წინააღმდეგ" გამართავს. შოთა დიღმელაშვილის თქმით, "სირცხვილია" აქციაზე ერთწლიან გეგმას წარადგენს.

20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოება შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა. პროტესტიდან ორი თვის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე დააწინაურა. 

დღეს 20 ივნისის დარბევის ღამიდან ზუსტად სამი თვე გავიდა. 

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 20 სექტემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

პარლამენტში ამბობენ, რომ ამის მიზანი "შესაძლო პროვოკაციების პრევენციაა".

კომენტარები