ნადეჟდა სავჩენკო

ნადეჟდა სავჩენკო უკრაინულ ტელეკომპანია ZIK-ზე გადაცემას წაიყვანს

RBC.UA

უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო უკრაინულ ტელეკომპანია ZIK-ზე გადაცემას წაიყვანს.

კომენტატორი - ასე ჰქვია გადაცემას, რომლის ანონსიც ტელეკომპანიამ დღეს გამოაქვეყნა. 

სავჩენკო ვიდეოში ამბობს, ის მაყურებლებს "უმაღლესი რადას საიდუმლოებებს", "კულუარულ ამბებს" მოუყვება და ასევე იმასაც, თუ როგორ იღებენ დეპუტატები უკრაინელებისთვის საზიანო კანონებს. 

შეგახსენებთ, რომ ნადეჟდა სავჩენკოს 2014 წელს რუსი ტელეჟურნალისტების მკვლელობის ხელშეწყობის ბრალდებით 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2016 წელს რუსეთმა სავჩენკო უკრაინას გადასცა. 

2018 წლის მარტში, ის უკრაინის უმაღლეს რადაში, დერეფანში დააკავეს. სავჩენკოს დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პროკურატურამ უმაღლეს რადას 15 მარტს მიმართა. რადამ გამოძიების ეს მოთხოვნა გუშინ, 22 მარტს დააკმაყოფილა და უწყებას დეპუტატის დაკავების უფლება მისცა.

ნადეჟდა სავჩენკოს ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულების ორგანიზებასა და შესრულებაში, სახელმწიფო მოღვაწეების სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში, ტერორისტული აქტის ორგანიზებაში, ტერორისტულ ქმედებებთან თანამონაწილეობასა და იარაღის უკანონო მოხმარებაში დაადანაშაულეს. სავჩენკო 2019 წლის აპრილში, კიევის რაიონულმა სასამართლომ გაათავისუფლა. 

კომენტარები