ნადეჟდა სავჩენკო

სავჩენკოს მხარდამჭერ აქციაზე სუხიშვილები ხორუმს ცეკვავენ

თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერ აქციაზე ანსამბლი სუხიშვილები ხორუმს ცეკვავენ.

აქციის ორგანიზატორია პლატფორმა დაიცავი თავისუფლება, რომელმაც სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია ერთხელ უკვე გამართა.

ცნობისთვის, დონეცკის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების სამეულმა, ნადეჟდა სავჩენკო რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. პროკურატურა უკრაინელი მფრინავისთვის 23-წლიან პატიმრობას მოითხოვს.

სასამართლო სრულ გადაწყვეტილებას დღეს და ხვალ წარმოადგენს. ამის შემდეგ, კი გამოაცხადებს განაჩენს. სასამართლოს განმარტებით, ორი დღე ტექსტის მოცულობის გამო გახდა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ სავჩენკოს ბრალად ედება იმ რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. სავჩენკო ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ის რუსმა სეპარატისტებმა ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს.

კომენტარები