ნადეჟდა სავჩენკო

დღეს, 23:50-ზე, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ნადეჟდა სავჩენკო
Reuters

დღეს, 23:50-ზე, ჭავჭავაძის 51-ში (რუსეთის საელჩოს ყოფილი შენობა) უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ორგანიზატორია პლატფორმა დაიცავი თავისუფლება და ანსამბლი სუხიშვილები. რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან, სუხიშვილები ხორუმს იცეკვებენ.

ცნობისთვის, პროკურატურა უკრაინელი მფრინავისთვის 23-წლიან პატიმრობას მოითხოვს. სრულ განაჩენს სასამართლო დღეს და ხვალ წარმოადგენს.

ნადეჟდა სავჩენკო, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში ბატალიონ აიდარის შემადგენლობაში მოხალისის სტატუსით იბრძოდა, 2014 წლის ივნისში პრორუს სეპარატისტებს ტყვედ ჩაუვარდა, რის შემდეგაც ის რუსეთში გადაიყვანეს და რუსი ჟურნალისტების მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. უკვე დაპატიმრების შემდეგ სავჩენკო უმაღლესი რადას და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრად აირჩიეს. თუმცა, რუსეთის სასამართლომ მისი იმუნიტეტი არ გაითვალისწინა და გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

კომენტარები