ნადეჟდა სავჩენკო

ნადეჟდა სავჩენკო შიმშილობას აცხადებს

BBC

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ, რომელიც 22 მარტს კიევში დააკავეს, შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ სავჩენკომ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავენ.

“მე ვრჩები უკრაინაში და ვივლი პარლამენტში, რათა მათ არ დაავიწყდეთ, რომ უკრაინელი ხალხის ეშინიათ. ჩემი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუ მე ციხეში ვრჩები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, როგორია უკრაინელი ხალხი და როგორია გმირი. დღევანდელი დღიდან მე შიმშილობას ვიწყებ”- განაცხადა სავჩენკომ.

სავჩენკოს დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პროკურატურამ უმაღლეს რადას 15 მარტს მიმართა. რადამ გამოძიების ეს მოთხოვნა გუშინ, 22 მარტს დააკმაყოფილა და უწყებას დეპუტატის დაკავების უფლება მისცა.

ნადეჟდა სავჩენკოს ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულების ორგანიზებასა და შესრულებაში, სახელმწიფო მოღვაწეების სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში, ტერორისტული აქტის ორგანიზებაში, ტერორისტულ ქმედებებთან თანამონაწილეობასა და იარაღის უკანონო მოხმარებაში ედება.

 

კომენტარები