ნადეჟდა სავჩენკო

ნადეჟდა სავჩენკოს განაჩენს დღეს და ხვალ გამოაცხადებენ

ნადეჟდა სავჩენკო
Reuters

უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს განაჩენს სასამართლო დღეს და ხვალ წარმოადგენს. სასამართლოს განმარტებით, ორი დღე ტექსტის მოცულობის გამო გახდა საჭირო.

"სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს 21 და 22 მარტს. სასამართლო დაიწყება 11 საათზე", - თქვა მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ 9 მარტის სხდომაზე.

უკრინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატის თქმით, სავჩენკო მშრალ შიმშილობას წყვეტს, მაგრამ განაჩენის გამოცხადებამდე საკვებს მაინც არ მიიღებს. ადვოკატის განმარტებით, სავჩენკოს მშრალი შიმშილობის შეწყვეტა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თხოვნამ გადააწყვეტინა.

კომენტარები