საგარეო ვაჭრობა

იანვარ-აგვისტოში ევროკავშირში ექსპორტი 23.7%-ით გაიზარდა, დსთ-ში კი 24.2%-ით

AP Photo

სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყენბს 2019 წლის იანვარი-აგვისტოს ვაჭრობის ჩაშლილ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც წლის პირველ რვა თვეში ექსპორტი თითქმის თანაბრად გაიზარდა როგორც ევროკავშირის, ისე დსთ-ს ქვეყნებში.

მთლიან ექსპორტში 52.8% ეკავა დსთ-ს ქვეყნებს, 23.7% კი ევროკავშირისას.

იმპორტი ევროკავშირიდან 11.6%-ით შემცირდა, დსთ-დან კი 14.7%-ით. ევროკავშირის ქვეყნებზე მთლიანი იმპორტის 25.9% მოდის, დსთ-ს ქვეყნებზე კი 26.1%.

ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი ექსპორტი გავიდა რუსეთში (მთლიანი ექსპორტის 14%), აზერბაიჯანსა (13.1%) და სომხეთში (9%). 

ყველაზე მეტი იმპორტი შემოვიდა თურქეთიდან (17.4%), ჩინეთიდან (10%) და რუსეთიდან (9.9%).

ამგვარად, თურქეთი რჩება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად.

უმსხვილესი საექსპორტო საქონელი იანვარ აგვისტოში იყო სპილენძის მადნები (მთლიანი ექსპორტის 17.9%), მსუბუქი ავტომობილები (15.8%) და ფეროშენადნობები (8.6%).

იანვარ-აგვისტოში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.01%-ითაა გაზრდილი. ექსპორტი 12.4%-ით მეტი იყო, იმპორტი კი 4.4%-ით ნაკლები.

სავაჭრო დეფიციტი იანვარ-აგვისტოში სავაჭრო ბრუნვის 40.6%-ს შეადგენდა.

კომენტარები