ვენესუელა

ხუან გუაიდოს თანაშემწე ედგარ ზამბრანო ვენესუელის ციხიდან გაათავისუფლეს

ედგარ ზამბრანო და ხუან გუაიდო
AP

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის ხუან გუაიდოს თანაშემწე ედგარ ზამბრანო ციხიდან გამოუშვეს.

ის მიმდინარე წლის მაისში გუადისო მიერ ორგანიზებული ამბოხების მხარდაჭერის გამო სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს.

მადუროს რეჟიმმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მცირე ოპოზიციურ პარტიებთან პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად შეთანხმებას მიაღწია. მადურომ ასევე პირობა დადო, რომ სხვა დაკავებული ოპოზიციონერების საქმეებსაც განიხილავს.

ხუან გუაიდომ შეიარაღბული ძალების 30 წევრთან ერთად "მადუროს დამხობის ფინალური ფაზე" აპრილში დაიწყო, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა ზამბრანო, რომელიც სამხედროებს მადუროს დასამხობად დახმარებისაკენ მოუწოდებდა. სწორედ ამის საფუძველზე დააკავეს ის და კიდევ 14 კანონმდებელი, რომლებიც გუაიდოს უჭერდნენ მხარს. მათი დაკავება დაგმო აშშ-მა, ევროკავშირმა კი პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებად შეაფასა, რომელიც ეროვნული ასამბლეის გაჩუმებას ისახავდა მიზნად.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

კომენტარები