რაში გამოიხატება პრო ევროპულობა და პროდასავლურობა? არა იმ სწორხაზოვნებაში, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, არა იმ სწორხაზოვან და პრიმიტიულ პოლიტიკაში, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, არამედ იმ მრავალფეროვნებაში, რომელიც ამ ქვეყანაში და თუნდაც, ამ პარლამენტშია. თუნდაც ის, რომ თქვენი ატანა გვიწევს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ძალიან აუტანლები გახდით ამ ბოლო დროს განსაკუთრებით. აი ამაში მდგომარეობს. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ შეიძლება, საქართველოში ვიღაცას ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია და თუნდაც, ანტიდასავლური, იმიტომ, რომ დასავლური პოლიტიკური აზროვნება გულისხმობს იმას, რომ თუნდაც, დასავლეთის მიმართ შეიძლება, კრიტიკული აზრი არსებობდეს და ეს აზრი არის ლეგიტიმური ზოგ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თუ არა იმ მეინსტრიმ პოლიტიკურ იდეას, რომელიც იმ ქვეყანაში შეიძლება იყოს. ზუსტადაც რომ თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი გარემო და თავისუფალი პოლიტიკური სივრცე არის ის, რასაც დასავლური პოლიტიკური სისტემა ქვია და თქვენ ამისგან ყველაზე შორს ხართ და თქვენ ხართ ღრმა ბოლშევიკურ პოლიტიკურ აზროვნებაში ჩარჩენილები, რომლებიც ვერ აცნობიერებთ, რომ არსებობენ სხვა ადამიანები, რომლებსაც თქვენგან განსხვავებული შეხედულება შეიძლება ჰქონდეს. ბატონმა თავმჯდომარემ [არჩილ თალაკვაძე] თქვენ ადრე დაგარქვათ "ტოქსიკური ძალა" და ზუსტად, რომ თქვენ ტოქსიკური პოლიტიკური ძალა ხართ, რომელიც ყველაზე გულწრფელ პროტესტსაც კი ამახინჯებთ. იმიტომ, რომ მე მესმის, არ ვართ იდეალურები
საქართველოს პარლამენტი
ცქიტიშვილი ევროპულ საქართველოს: ძალიან აუტანლები გახდით, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით
tbl.ge/40n0
დაკოპირდა

ასე მიმართა ურავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სესიაზე ევროპული საქართველოს წევრებს.
ამავე თემაზე
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ
- მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებლებისთვის კანონმდებლობა იცვლება




