საქართველოს მთავრობა

მაია ცქიტიშვილი: ქალი ვიცეპრემიერები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დისციპლინას

საქართველოს მთავრობა

"ქალი ვიცეპრემიერები დისციპლინას უწყობს ხელს მნიშვნელოვნად" - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის პასუხად თქვა.

კითხვაზე, "მთავრობის გუნდში იყო აქამდე დისციპლინის პრობლემა თუ გახარია უფრო მკაცრია?", ცქიტიშვილი პასუხობს - "როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გადაწყვეტილებების მითღების სისწრაფეზე, გადაწყვეტილების მიღების ეფექტურობაზე, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დისციპლინა არის [მნიშვნელოვანი] სწორედ ამ გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების პროცესში".

გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ორივე ვიცეპრემიერი ქალია - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. გახარიამ ასევე თქვა, რომ "ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული კეთება, საქმის ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა".

კომენტარები