ელექტროენერგიის გათიშვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 12 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

12 სექტემბერს, თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. 

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გურამიშვილის, დავით სარაჯიშვილის, ფეიქართა, ხევძმარის, თემქის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის განზირის (ნაწილობრივ) და იოსებიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის და გიორგი კვინიტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, მიხეილ გახოკიძის და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მახათას, სევანის, მთავარანგელოზის, დმანისის, დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ბადიაურის, იორის, სამასი არაგველის, ჯორჯაძის, ფაღავას, ბოროდინის, სართიჭალის, იზაშვილის, ხერხეულიძის, ბოდბეს და ლუსინიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების VI ქუჩის, 17 შინდისელი გმირის და შანდორ პეტეფის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებენ თელასში. 

კომენტარები