ჰოლოკოსტი

"პოლონელი ანა ფრანკი" - რენია შპიგელის დღიური პირველად ბრიტანეთში გამოიცემა

BELLAK FAMILY ARCHIVES

პოლონელი თინეიჯერის, რენია შპიგელის, რომელიც 1942 წელს ნაცისტებმა მოკლეს, საიდუმლო დღიური დაწერიდან 70 წლის შემდეგ პირველად დიდ ბრიტანეთში 19 სექტემბერს გამოიცემა.

"რენიას დღიური: ახალგაზრდა გოგოს ცხოვრება ჩრდილში" ჰოლოკოსტის შესახებ მოგვითხრობს. მას ანა ფრანკის დღიურებს ადარებენ.

რენია შპიგელი პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ფშემისლში ცხოვრობდა. როდესაც დღიურის წერა დაიწყო 15 წლის იყო. ის აღწერდა დაბომბვებს, მალვაში ცხოვრებას, გეტოდან ებრაელების ოჯახების გაუჩინარებას.

თუმცა, გარდა ჰოლოკოსტის საშინელებებისა, დღიური აღწერს რენიას პირველ სიყვარულს - ბიჭს სახელად ზიგმუნდ შვარცერს და პირველ კოცნას.

ნაცისტებმა რენიას მშობლიურ ქალაქს 1942 წელს მიაღწიეს. ის 18 წლის იყო, როდესაც გეტოდან გამოქცეული გერმანელმა ჯარისკაცებმა სხვენში დამალული იპოვეს და მოკლეს.

დღიურში ბოლო ჩანაწერი ზიგმუნდმა გააკეთა. ის საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა და აშშ-ის არმიაში ექიმი გახდა. ზიგმუნდმა რენიას ოჯახის გადარჩენილი წევრები, მისი და და დედა ნიუ იორკში 1950 წელს იპოვა და დღიური მათ გადასცა.

მათთვის დღიურის წაკითხვა რთული აღმოჩნდა და ის ბანკის საცავში შეინახეს. რენიას დის შვილმა კი გადაწყვიტა დეიდის შესახებ მეტი გაეგო და დღიური პოლონურიდან ინგლისურად ათარგმინა. სწორედ მისი ინიციატივით გამოიცემა რენიას დღიური პირველად.

კომენტარები