ახალი მთავრობის დამტკიცება

გიორგი გახარია ფრაქციების ფორმატში ევროპული საქართველოს კითხვებს უპასუხებს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტია ფრაქციების ფორმატში გიორგი გახარიას მოუსმენს. ბოკერიას თქმით, მათი პარტია შეხვედრას იმ კითხვების დასასმელად გამოიყენებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ამ საკითხზე ბოკერიამ, ემა გოგოხიას საავტორო გადაცემაში ისაუბრა. 

"გასაგებია რატომ შეიძლება თქვას პოლიტიკურმა ძალამ, რომ არც კი მოუსმენს გახარიას, ამაში არის ემოციური და სხვა ტიპის ლოგიკა, მაგრამ ჩვენც მაინც თვლით, რომ ეს ფორმატი სადაც ის მოდის ფრაქციებთან შეხვედრაზე უნდა გამოვიყენოთ, რომ საზოგადოებამ დაინახოს რა ტიპის პოლიტიკური ფიგურა თუ კი შეიძლება საერთოდ პოლიტიკური ფიგურა ეწოდოს, წარადგინა ივანიშვილმა და რა პასუხები მაქვს იმ კითხვებზე რაც აქვს საზოგადოებას", — განაცხადა ბოკერიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ რა გიორგი გახარია ერთადერთი მიზეზი რის გამოც პარტია განხილვაში მიიღებს მონაწილეობას, ბოკერია ამბობს, რომ ნორმალურ ვითარებაში დასწრების საკითხი სადისკუსიოც არ იქნებოდა.

"გახარიასნაირი კანდიდატზე რო არ იყოს საუბარი ეს საკითხი სადისკუსიოც არ იქნებოდა. ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ ჩვენს საპარლამენტო ტრიბუნას. როცა ოპოზიციაში ხარ და რაღაცას ბლოკავ არ ნიშნავს, რომ ტრიბუნა არ უნდა გამოიყენო. გახარიას წარდგენა არის იმხელა შეურაცხყოფა საზოგადოების, რომ მესმის იმათი, ვინც ამბობს, რომ არც კი მივიღებ ამ პროცესში მონაწილეობას, თუმცა არ ვიზიარებ ამ პოზიციას და მაინც საჭიროდ მიმაჩნია ფრაქციების ფორმატის გამოყენება".

 

კომენტარები