ახალი მთავრობის დამტკიცება

დავით ბაქრაძე: აუცილებელია არსებული მთავრობის მთლიანად წასვლა და ჩანაცვლება

დავით ბაქრაძე
primetimenews.ge

"მთავრობა ვერ სთავაზობს ვერანაირ გამოსავალს და ვერანაირი განვითარების გეგმას ამ ქვეყანას",- ასე შეაფასა საპარლამენო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საქართველოს მთავრობის დამტკიცების პროცედურა.

"პარლამენტში განხილვის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მთავრობა არ არის მზად, თვალი გაუსწოროს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დღეს დგას ჩვენი ხალხი და ჩვენი საზოგადოება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მთავრობა ვერ სთავაზობს ვერანაირ გამოსავალს და ვერანაირი განვითარების გეგმას ამ ქვეყანას. ჩვენი პოზიცია მთლიანად ემთხვევა საზოგადოების პოზიციას , რომ აუცილებელია რადიკალური ცვლილებები, აუცილებელია რადიკალური განახლება და აუცილებელია არსებული მთავრობის მთლიანად წასვლა და ჩანაცვლება",- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები