ახალი მთავრობის დამტკიცება

პარლამენტი მთავრობას ნდობას ღამის 12 საათის შემდეგ გამოუცხადებს

liberali.ge

ხანგრძლივი პროცედურებიდან გამომდინარე მთავრობას პარლამენტი ნდობას ღამის 12 საათის შემდეგ გამოუცხადებს. 

მმართველი გუნდი მზად არის განახლებულ მინისტრთა კაბინეტს მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი საუბრობს.

მისი თქმით, მთავრობას უმრავლესობის მხრიდან ნდობა ექნება, ხოლო ოპოზიცია მას მხარს არ დაუჭერს.

"ნდობა ამ მთვარობას ექნება უმრავლესობის მხრიდან, ოპოზიცია მას მხარს არ დაუჭერს თუმცა ქვეყანა ნელ-ნელა სწავლობს პოლიტიკურ დიალოგს," - განაცხადა ბერძენიშვილმა.

სხდომა უკვე 8 საათია, რაც მიმდინარეობს.

კომენტარები